Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ესპანური მედია: რონალდუმ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური გამოცემა Don Balon-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო და გუნდს აცნობა, რომ ის მომდევნო სეზონში იუვენტუსის მაისურით ითამაშებს.

წყაროს ინფორმაციით, იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იუვემ შესაძლოა მას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, სიმართლე არ არის და ამ საკითხზე მხარეებს შორის ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ კრიშტიანუს იუვენტუსში დარჩენა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, მაქს ალეგრი საუკეთესო გამოსავლის პოვნაზე უკვე მუშაობს, რომელიც როგორც დიბალას, ასევე რონალდუს მოედანზე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის საშუალებას მისცემს.