Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ესპოსიტო:“ ჩემი ოცნება ინტერის მაისურით სან სიროზე თამაშია“

ინტერის საკუთრებაში მყოფმა სებასტიანო ესპოსიტომ, რომელიც იჯარის წესით ბაზელის რიგებში ასპარეზობს, ინტერში დაბრუნების და იქ დარჩენის სურვილი ღიად დააფიქსირა.

„ვფიქრობ, რომ იჯარით ბაზელში გადმოსვლა ყველა მხარისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო, მე აქ თამაშის და განვითარების საშუალება მაქვს.

„ყველამ იცის, რომ ჩემი მიზანი და ოცნება ინტერში დაბრუნებაა. მე სან სიროზე ინტერის მაისურით თამაში მსურს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ დაუღალავად შრომას გავაგრძელებ, ერთ დღეს ოცნებას ავისრულებ კიდეც.“

ბაზელს სეზონის ბოლოს 19 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა შეუძლია, თუმცა კონტრაქტში მითითებული პუნქტის მიხედვით ნერაძურის მისი დაბრუნება შეეძლება.