Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ეშლი იანგს კორონა ვირუსი აქვს

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეშლი იანგის კორონა ვირუსი აქვს. 35 წლის ფეხბურთელი 14 დღეს კარანტინში გაატარებს და განმეორებითი ტესტები ამის შემდეგ ჩაუტარდება.

იანგი ინტერში მეექვსე ფეხბურთელია, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა და იქიდან გამომდინარე, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ნერაძურის ძირითად ფეხბურთელად ითვლება, ეს ანტონიო კონტესთვის დერბის წინ კიდევ ერთი დიდი დანაკლისია.

იანგის გარდა, კორონა ვირუსი ინტერში მილან შკრინიარს, რაჯა ნაინგოლანს, რობერტო გალიარდინის, ალესანდრო ბასტონის და იონუტ რადუს აქვთ.