Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვალენსიამ შესაძლოა არტურის ტრანსფერზე მუშაობა განაახლოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ვალენსია იუვენტუსთან არტურის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის გუნდში ხილვა პირადად ჯენარო გატუზოს სურს და SportItalia-ს ცნობით, ბიანკონერი მზად არის, არტური იჯარის წესით გაუშვას და მისი ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიხადოს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს ლეანდრო პარედესის ტრანსფერის დახურვა სურს, ამისთვის კი მათ რომელიმე ნახევარმცველის გაშვება სჭირდებათ და როგორც ჩანს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინული გრანდის რიგებს არტური-ზაკარიადან ერთ-ერთი დატოვებს.