Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვანდა ნარა იკარდის იუვეში ტრანსფერზე მუშაობს

მაურო იკარდის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერის შესახებ იტალიურ მედიაში ცნობები არ წყდება.

გუშინ დაიწერა, რომ იკარდის პსჟ-ს დატოვება არ სურს და იუვენტუსი უარით გაისტუმრა, მაგრამ Calciomercato-ს ინფორმაციით, მისი მეუღლე და აგენტი ვანდა ნარა ფეხბურთელის სერია ა-ში დაბრუნებას ცდილობს და პარიზული გუნდის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ მათ არგენტინელი ფორვარდი იჯარის წესით გაუშვან.

იუვენტუსი მზად არის იკარდი 2-წლიანი იჯარით გაიფორმოს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა პარიზელებს მისი ახლავე გაყიდვა, ან ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ იმ შემთხვევისთვის, თუ კილიან მბაპეს გუნდი დატოვა და რეალს მიაშურა…