Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვან გაალი:“ დე ლიხტი ფორმას იბრუნებს“

ნიდერლანდელების ნაკრების თავკაცმა ლუის ვან გაალმა ლატვიასთან მატჩის წინ მატიას დე ლიხტზე ისაუბრა, რომელმაც სეზონის სტარტი არც თუ ისე კარგად ჩაატარა, თუმცა ბოლო მატჩებში შესანიშნავად გამოიყურება.

„მატაისი ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს. მე იუვენტუსის ბოლო ორი მატჩი ვნახე და მან ჩემზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა.

„დე ლიხტს იუვენტუსში შესანიშნავი მასწავლებლები ჰყავს, რაც მას პროგრესში ეხმხარება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ძირითადში იქნება, რადგან დე ლიხხტს დე ვრეის სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს, მაგრამ მისი პროგრესი აშკარაა.“