Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვან დე ბეეკი იუვენტუსის რადარზე დაბრუნდა

დონი ვან დე ბეეკისთვის გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსი და მანჩესტერი იბრძოდნენ, რომელშიც გამარჯვებული წითელი ეშმაკები გამოვიდნენ და უნიჭიერესი ფეხბურთელის გაფორმება მოახერხეს.

ნიდერლანდელი შეუერთდა გუნდს, რომელსაც მის გარეშეც გადატვირთული ნახევარდაცვა ჰყავს და 23 წლის ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

ბრიტანული და იტალიური მედიის ინფორმაციით, ის სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და თუ სეზონის ბოლომდე მას მეტი სათამაშო პრაქტიკა არ მიეცემა, გუნდიდან წასვლაზე დაფიქრდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის იმოქმედოს და მანჩესტერს ფეხბურთელის იჯარა შესთავაზოს, შემდგომში 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.