Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვან პერსი:“ლუკაკუმ ინტერში გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო“

რობინ ვან პერსიმ ევროპა ლიგის მოახლოებულ დაპირისპირებაზე და რომელუ ლუკაკუზე ისაუბრა.

„ინტერი ევროპა ლიგაზე შესანიშნავ თამაშს აჩვენებს და მათ საერთო ჯამში კარგი სეზონი აქვთ, თუმცა ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან შახტარის წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშე და მათ ყოველთვის იციან, თუ როგორ შეუქმნან მოწინააღმდეგეებს პრობლემები.

„ლუკაკუმ ინტერში გადასვლით სწორი არჩევანი გააკეთა. მან ნერაძურიში თავის ძალებში რწმენა დაიბრუნა. ლუკაკუს შესანიშნავი თანაგუნდელები ჰყავს და ეტყობა, რომ მილანში ბედნიერია.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ მე ის როგორც ფეხბურთელი ძალიან მომწონდა. შანსს თუ მისცემ ის აუცილებლად გაიტანს. ლუკაკუ ძალიან სწრაფი და ამავდროულად ძალიან ძლიერია.

„მის გარდა ინტერს სანჩესი და იანგი ჰყავს, რომლებიც მანჩესტერიდან გადავიდნენ და თუ ფინალში ინტერი და მანჩესტერი ერთმანეთს შეხვდნენ, ისინი მანჩესტერს დაანახებენ, რომ გუნდიდან არ უნდა გაეშვათ.

„ლუკაკუ მანჩესტერს დიდი სიამოვნებით გაუტანს გოლებს და დაანახებს, რომ ის გუნდიდან გაშვებას არ იმსახურებდა. მან მანჩესტერში ბევრი კრიტიკა მიიღო, რომლის უმეტეს ნაწილსაც არ იმსახურებდა და გუნდის დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო.“

Leave a Reply

Your email address will not be published.