Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვან ჰანეგემი:“ დე ვრეი დე ლიხტზე უკეთესი მცველია“

ყოფილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა უილიემ ვან ჰანგემმა ინტერის უკანახაზელზე სტეფან დე ვრეიზე ისაუბრა.

„დე ვრეი სერია ა-ში საუკეთესო მცველია და ვფიქრობ, რომ ის დე ლიხტზე ორი თავით მაღლა დგას.

„ინტერი სერია ა-ს ტიტულს მოიგებს, რაშიც დე ვრეის უდიდესი დამსახურებაა, მაგრამ ხალხი მას აიგნორებს და საერთოდ არ საუბრობს. დე ვრეი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, მაგრამ ის დამსახურებულ ყურადღებას არ იღებს.“