Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვასკესი მილანის პრიორიტეტული სამიზნე იქნება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ერთ-ერთ გუნდია, რომელიც ზაფხულში ლუკას ვასკესის გაფორმებას შეეცდება.

MilanLive-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ზიდანი ფეხბურთელს რეგულარულად იყენებს, ის ბლანკოსს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. 29 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულება რეალთან სეზონის ბოლოს იწურება და ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ესპანელი ხელფასის მომატებას ითხოვს, რეალი კი ამას არ აპირებს და ვასკესი სეზონის ბოლოს სამეფო კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

წყაროს ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ალბათობით რეალი ბრაჰიმ დიასის დაბრუნებას აპირებს, სამუ კასტილეხოს თამაშით კი მილანი უკმაყოფილოა, ზაფხულში ვასკესის ტრანსფერი მალდინისთვის პრიორიტეტული იქნება.

მილანის გარდა, ვასკესის გაფორმებით ვალენსია, სევილია, ნაპოლი და ევერტონი ინტერესდებიან.