Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვასკესი მილანს უახლოვდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის რეალის ლუკას ვასკესი დიდი ალბათობით მომდევნო სეზონიდან როსონერის ღირსებას დაიცავს.

გამოცემა AS-ს მტკიცებით, ვასკესმა ატლეტიკოში ტრანსფერზე უარი განაცხადა და 29 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი მილანში ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

მარჯვენა გარემარბის კონტრაქტი ბლანკოსთან სეზონის ბოლოს იწურება და მილანს მისი გაფორმება სრულიად უფასოდ შეეძლება.

Calciomercato-ს მტკიცებით, ვასკესი მილანისგან სეზონში 5 მილიონს ითხოვს, როსონერი კი 4 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.