Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვეინალდუმი ოპერაციას არ გაიკეთებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომას ნახევარმცველს ჟორჟინიო ვეინალდუმს ტრავმირებულ ფეხზე ოპერაციის გაკეთება არ სჭირდება და ის მოედანს სავარაუდოდ იანვრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა წვივის ძვალი ვარჯიშზე, ფელიქს აფენა-ჯანთან შეჯახების შემდეგ მოიტეხა და ვარაუდობდნენ, რომ მას ოპერაციის გაკეთება მოუწევდა, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფეხბურთელმა ქირურგიულ ჩარევაზე უარი თქვა და თერაპიული მკურნალობა აირჩია.