Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვენერატო:“ ინტერი ინსინიეს ტაქტიკური საკითხის გამო არ გაიფორმებს“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჩირო ვენერატოს აზრით, ლორენცო ინსინიე ინტერს ტაქტიკურად არ ერგება და ნერაძური მის გაფორმებაზე უარს იტყვის.

ლორენცო ინსინიეს კონტრაქტი ნაპოლისთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და მოლაპარაკებები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წინ ვერ მიიწევს, ამიტომ საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ მან გუნდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

„ყველამ ვიცით, რომ ბეპე მაროტას გამორჩეული ფეხბურთელების უფასოდ დამატება ყველაზე კარგად გამოსდის, მაგრამ ლორენცო ინსინიე ინძაგის 3-5-2 სისტემას არ ერგება.

„ლაუტარო მარტინესის კონტრაქტის გახანგრძლივება და კორეას გუნდში მისვლა ინტერს საშუალებას არ მისცემს, რომ ლორენცოს სეზონში 6-7 მილიონი გადაუდახოს, ამიტომ ჩემი აზრით, ინსინიეს ხილვა ნერაძურის მაისურით გამორიცხულია.“