Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვენერატო:“ ინტერსა და ნაპოლის შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა…“

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერსა და ნაპოლის შორის ლორენცო ინსინიეს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი კონტაქტი უკვე შედგა.

Rai Radio-ს ჟურნალისტის ჩირო ვენერატოს ინფორმაციით, კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემების და პირადი უთანხმოების გამო, დე ლაურენტისი ინსინიეს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

„ნაპოლი და ინსინიე ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებში წინ ვერ მიიწევენ და პარტენოპეი მზად არის, კაპიტანს 20-25 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს.

„ინტერმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და ნაპოლის აცნობა, რომ ლორენცოს გაფორმებას სერიოზულად განიხილავს, მაგრამ ჯერჯერობით მოლაპარაკებები გუნდებს შორის დაწყებული არ არის.

„დე ლაურენტისსა და ბეპე მაროტას შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, ამიტომ თუ ნერაძური მოთხოვნილი თანხის გადახდას შეძლებს, ნაპოლის პრეზიდენტთან პრობლემა არ უნდა იყოს.“