Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვენეცია მილანიდან კალდარას გამოსყიდვას გეგმავს

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ვენეცია მილანის საკუთრებაში მყოფი მატია კალდარას გამოსყიდვას გეგმავს, რომელიც ვენეტოელთა რიგებში იჯარის წესით ასპარეზობს.

კალდარა ვენეციელთა რიგებში მშრალი არენდის წესით თამაშობს და კონტრაქტის მიხედვით, მათ ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ აქვთ, თუმცა იტალიელი მცველი პაოლო ძანეტის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და გასაკვირი არ არის, რომ ვენეციას მისი შენარჩუნება სურს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერი კალდარას გასხვისებსი წინააღმდეგი არ არის და იმედი აქვს, რომ მის სანაცვლოდ ვენეციას რიგებიდან 20 წლის ნიჭიერი ამერიკელი ნახევარმცველის ტანერ ტესმანის გაფორმებას მოახერხებს.