Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვერატი:“ატალანტასთან ძალიან რთული მატჩი გველის“

პსჟ-ს ნახევარმცველმა ატალანტასთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ჩვენ საუკეთესო ფორმაში არ ვართ,რადგან უსაქმოდ ყოფნა დიდი ხანი მოგვიწია. მოსამზადებლად ცოტა დრო ჯერ კიდევ გვაქვს,თუმცა მათ,ვისაც თამაში მოუწიათ,მცირე უპირატესობა აქვთ.

„ჩვენ ამ შეხვედრას სწორი განწყობით უნდა შევხვდეთ.ატალანტა რთული მეტოქეა,თუმცა ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ადვილი მატჩები არ არსებობს.

„ატალანტას შესაძლოა ილიჩიჩი არ ჰყავდეს,რაც ბერგამოელებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორც მესი ბარსელონასთვის ან რონალდუ იუვესთვის,თუმცა ჩვენ უკვე ვნახეთ,რომ მათ ილიჩიჩის გარეშეც იციან,თუ როგორ უნდა გაიმარჯვონ.

„გასპერინიმ ისეთი სისტემა შექმნა,სადაც ერთი ფეხბურთელის არყოფნა ბევრს არაფერს ცვლის.“

Leave a Reply

Your email address will not be published.