Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვერატიმ და პელეგრინიმ იტალიის ნაკრები დატოვეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მარკო ვერატი და ლორენცო პელეგრინი ტრავმების გამო ნაკრებს ლიტვასთან მატჩში ვერ დაეხმარებიან და მათ აძურის რიგები უკვე დატოვეს.

იტალიამ ბულგარეთთან და შვეიცარიასთან საერთო ჯამში 2 ქულის აღება მოახერხა და მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი საგზურის მოპოვება საგრძნობლად გაირთულა, ამიტომ იტალიას ლიტვასთან ქულათა მაქსიმუმი სჭირდება.

იტალია C ჯგუფს 11 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ შვეიცარიას 4 ქულით უსწრებს, მაგრამ შვეიცარიელებს 2 მატჩით ნაკლები აქვთ და დიდი ალბათობით ჯგუფში პირველი ადგილოსანის ვინაობა ნოემბერში, იტალიასა და შვეიცარიას შორის გასამართ განმეორებით მატჩში გაირკვევა, მეორე ადგილზე გასულს კი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფის გავლა მოუწევს.