Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვერატი:“ აძურის დიდი ამბიციები აქვს“

მარკო ვერატიმ ავსტრიასთან მატჩზე, აძურის ამბიციებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

იტალიის ნაკრები ავსტრიას ინგლისში, უემბლიზე შაბათს დაუპირისპირდება.

„რაც უფრო წინ მივდივართ, ზეწოლა ჩვენზე უფრო მატულობს, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმარისზე მეტი ენთუზიაზმი იმისთვის, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ და მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიოთ.

„თუ შენ ტურნირის წინ გარკვეულ ამბიციურ სამიზნეებს არ დაისახავ, მათი მიღწევა გაცილებით რთული ხდება. ჩვენ ამბიციურები ვართ და ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას ვაპირებთ. ასეთი დონის ჩემპიონატზე მცირე დეტალები გადამწყვეტ როლს თამაშობენ და ჩვენ ეს კარგად გვესმის, ამიტომ თითეულ მომენტში მაქსიმალურად ვიხარჯებით.

„ტრავმის შემდეგ ჩემი ნაკრებში თამაში საეჭვო იყო, მაგრამ საბედნიეროდ დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ. მანჩინიმ ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა, რის გამოც მას მადლობას ვუხდი და შევეცდები, რომ ნდობა ჩემი კარგი თამაშით დავუფასო.

„ლოკატელი ? გუნდში ბევრი ვარიანტის ქონა ძალიან სასარგებლოა და ლოკატელის შესანიშნავი თამაშის გამო ბედნიერი ვარ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ფეხბურთის თამაშისგან დიდ სიამოვნებას იღებს და ვიცით, რომ სათამაშო დრო თითოეულ ჩვენგანს მიეცემა.?

„ჟორჟინიო ? ის ყველაფერს ძალიან მარტივს ხდის და ჩვენ მისი მახასიათებლებით ბევრი ფეხბურთელი ნამდვილად არ გვყავს. ის მთელს გუნდს ტემპს კარნახობს და აძურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.“

იტალია უკვე 30 მატჩია დაუმარცხებელია.

„როდესაც თამაშს ვერ ვახერხებდი, მე იტალიის თამაშს ვუყურებდი და სანახაობით სიამოვნებას ვიღებდი, რაც იმას ნიშნავს, რომ აძურის ყველა ქომაგი სიამოვნებას იღებს, რაც შედეგზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ერთმანეთისთვის და იტალიისთვის ვთამაშობთ და ვიცით, თუ რა გვევალება მოედანზე. ასეთ შეთამაშებულ ნაკრებს ხშირად ვერ ნახავთ და ჩვენ ამ უპირატესობას ბოლომდე გამოვიყენებთ.“