Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვერატი:“ ესპანეთთან იგივე შემართებით თამაში გვმართებს“

მარკო ვერატიმ ბელგიის დამარცხების და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და დღეს შესანიშნავი გუნდი დავამარცხეთ, რომელიც ტიტულის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო.

„ჩვენ ღია, სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ, შესაძლებლობები გამოვავლინეთ და ნახევარფინალში დამსახურებულად გავედით.

„დე ბრუინი ? ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ აძურიმ დღეს გუნდურად ითამაშა, ბელგიას მაღალი პრესინგი შესთავაზა და მათ ბევრი საგოლე მომენტის შექმნის საშუალება არ მისცა.

„დღეს ჩვენ გუნდური გამარჯვება მოვიპოვეთ, ჩვენ ერთმანეთისთვის და იტალიისთვის 90 წუთი ვიბრძოდით და იგივე შემართებით ესპანეთთანაც უნდა განვაგტძოთ თამაში.“