Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვერატი თურქეთთან ძირითადში ვერ ითამაშებს

მარკო ვერატი კვლავ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და იტალიური მედიის ინფორმაციით, ის თურქეთთან მატჩში შეხვედრის ძირითად შეამდგენლობაში დაწყებას ვერ მოახერხებს და სავარაუდოდ მის ადგილას მანუელ ლოკატელის ვიხილავთ.

იტალიის ნაკრები თურქეთს 11 ივნისს რომში, სტადიო ოლიმპიკოზე დაუპირისპირდება და შეხვედრა თბილისის დროით 11 საათზე დაიწყება, თუმცა სამწუხაროდ აძურის ფონს გასვლა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწევს.

იტალიის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა იტალიური მედიის ცნობით ასეთი იქნება:

დონარუმა; ფლორენცი, კიელინი, ბონუჩი, სპინაცოლა; ბარელა, ჟორჟინიო, ლოკატელი; ბერარდი, იმობილე, ინსინიე