Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვერატი:“ იუვენტუსის გამო ძალიან ვწუხვარ“

გუშინ მარკო ვერატის პსჟ-მ ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოთიშა და მომდევნო ეტაპზე გავიდეს.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი მარკო ვერატიმ გააკეთა, სადაც იუვენტუსზეც ისაუბრა.

„მე აქ თავს მნიშვნელოვან წევრად ვგრძნობ ჩემი მწვრთნელისთვის, გუნდისთვის და თანაგუნდელებისთვის.

„26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ბარსელონას გამოგდება მოვახერხეთ. ჩვენ მათი ძლიერი მხარეები კარგად ვიცოდით, მაგრამ ორივე მატჩში ვაჩვენეთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და ჩვენ ბედნიერები ვართ.

„იუვე ? მე მათ თამაშს ვუყურე და ძალიან გული დამწყდა, რადგან იქ ბევრი მეგობარი მყავს. ეს გიჟური მატჩი იყო, მაგრამ ასეთ დონეზე ერთი პატარა შეცდომაც კი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სწორედ ეს ხდის ჩემპიონთა ლიგას გამორჩეულს.“