Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვერეტუ:“ გვსურდა, რომ იუვენტუსის მარცხი გამოგვეყენებინა…“

ჟორდან ვერეტუმ უდინეზეს კარში გატანილი დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსთან მარცხის შემდეგ გვსურდა, რომ მოედანზე რომას საუკეთესო ვარიანტი გვეჩვენებინა და ჩვენ დღეს ეს მოვახერხეთ. დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ და ვალდებულები ვართ, რომ ასე გავაგრძელოთ.

„დღეს თავით პირველი გოლი გავიტანე, რაც ძალიან მახარებს. მწვრთნელს სურს, რომ ღია სივრცეები უფრო უკეთ ავითვისო და შეტევას დავეხმარო, რისი გაკეთებაც დღეს კარგად მოვახერხე.

„ჩვენ ვიცოდით, რომ იუვენტუსმა ქულები დაკარგა და მოგების შემთხვევაში მე-3 ადგილზე გადავიდოდით და ამან ჩვენი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა…“