Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვერეტუ:“ რომას მიზნები არ შეცვლილა…“

რომას ნახევარმცველმა ჟორდან ვერეტუმ ჯალოროსის ამბიციებზე და სხვა საინტეესო თემებზე ისაუბრა.

„ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ, ბოლო პერიოდში კი ცოტა მოვუკელით, თუმცა სეზონი ჯერ ახლახანს დაიწყო და დაკარგული ჯერ არაფერი არ არის. ჩვენი მიზანი შეუცვლელი რჩება, რომას ოთხეულში შესვლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურს, ოთხეულამდე კი მხოლოდ 3 ქულა გვაკლია.

„მოურინიო ? ის შესანიშნავი სპეციალისტია, რომელსაც კარიერაში არაერთი გამორჩეული გამარჯვება აქვს მოპოვებული და ის გუნდის ამბიციურ პროექტს შეესაბამება. ის გაძლევს მოტივაციას, რომ მოედანზე ყოველთვის 200 პროცენტით დაიხარჯო.

„რომში ფეხბურთს განსაკუთრებული ვნება ახლავს. თუ იმარჯვებ საუკეთესო ხარ, თუ მარცხდები კი ყოველთვის დიდი დრამა მოსდევს, მაგრამ ქომაგები ჩვენი ძალის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა, ისინი ყოველთვის ბოლომდე გვერდში გვიდგანან და ახლა ჩვენი ჯერია, რომ მათ ერთულებისთვის გადავუხადოთ.

„ჩვენ ვართ ამბიციური პროექტის ნაწილები, მაგრამ ასეთი პროექტები ერთ დღეში არ შენდება, ამ ყველაფერს დრო და ახალი ფეხბურთელები სჭირდება, რომ განვითარება გააგრძელოს.“