Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვერეტუ:“ ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს“

რომას ნახევარმცველმა ჟორდან ვერეტუმ ზორიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა ჩვენთვის. ჩვენ კონფერენს ლიგაზე გამარჯვებისთვის ვთამაშობთ, ამიტომ ამ შეხვედრაში ჩვენი ერთადერთი მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება.

„ეს რომასთვის ფინალის ტოლფასი შეხვედრაა, რომელსაც რომა უდიდესი ენთუზიაზმით ხვდება და ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია.

„ჩემი კონტრაქტი ? გუნდის ხელმძღვანელობამ იცის, რომ მე რომანისტა ვარ და გუნდში დარჩენა მსურს.”