Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვერონამ ინტერის, მილანის და იუვენტუსის სერია ა-დან მოკვეთის მოთხოვნის შესახებ ხმები უარყო

მას შემდეგ, რაც სუპერ ლიგის შექმნა ოფიციალურად დადასტურდა, მედიაში არაერთი მართალი თუ მოგონილი ინფორმაცია ვრცელდება.

დღეს დილით Repubblica-მ გაავრცელა ინფორმაცია, (ბმულის სანახავად დააკლიკეთ აქ) რომ ვერონამ და სერია ა-ს 2-მა გუნდმა სუპერ ლიგაში მონაწილე იუვენტუსის, ინტერის და მილანის სერია ა-დან მოკვეთა მოითხოვეს.

თუმცა, ვერონამ ოფიციალურად გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც Repubblica-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უბრალოდ ჭორია და მათ არც ერთი გუნდის დასჯა და მათი ტურნირიდან მოკვეთა არ მოუთხოვიათ…