Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვერონამ იუვენტუსს და ინტერს მარაშ კუმბულას ფასი შეუთვალა

ვერონას 20 წლის ალბანელი მცველის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს მიღება სურს.გუნდმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელი ნაპოლის 25 მილიონ ევროდ შესთავაზა და მას შემდეგ,10 მილიონი მოუმატა.

ვერონას წარმომადგენლები ინტერის და იუვენტუსის მესვეურებს ამ კვირაში შეხვდნენ და იტალიური მედიის მტკიცებით ინტერმა უფრო კარგი წინადადება შესთავაზა.ნერაძურის შეთავაზება ფულთან ერთად რამდენიმე ფეხბურთელია,გარდა ამისა კუმბულა ერთი წლით კვლავ ვერონაში დარჩება.

იუვენტუსი კიდევ ერთ წინადადებას ამზადებს,თუმცა ჯერჯერობით მილანელები ფავორიტებად მიიჩნევიან.