Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვერონამ მილანი უარით გაისტუმრა

ვერონას ახალგაზრდა იტალიელი მცველი, მატეო ლოვატო მილანის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და მალდინიმ ცენტრალური მცველის ტრანსფერზე პირველი წინადადება უკვე გააკეთა, თუმცა ვერონამ როსონერი უარით გაისტუმრა.

Calciomercato-ს ჟურნალისტის, დანიელე ლონგოს ინფომრაციით, მილანმა 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ლეო დუარტე და 5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ვერონამ ეს შეთავაზება უარით გაისტუმრა.

წყაროს მტკიცებით, მაურიციო სეტის გუნდი ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერში არც ერთი ფეხბურთელის ჩართვას არ განიხილავს და მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს მიღება სურს.