Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვერონას პრეზიდენტი:“ კუმბულას თაობაზე ბევრი წინადადება მივიღეთ“

ვერონას პრეზიდენტი:“ კუმბულას თაობაზე ბევრი წინადადება მივიღეთ“

ჰელას ვერონას პრეზიდენტის, მაურიციო სეტის თქმით, მარაშ კუმბულას ტრანსფერით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული.

20 წლის ცენტრალურმა მცველმა გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და უამრავი გრანდის ყურადღება მიიბყრო როგორც სერია ა-ში, ასევე იტალიის გარეთაც. მის შეძენას ლაციო და ინტერი უკვე რამდნიმე თვეა ცდილობენ…

„კუმბულას შეძენა უამრავ გრანდს სურს. ჩვენ მარაშის ტალანტში ეჭვი არასოდეს გვეპარებოდა, მისი ტრანსფერით ჯერ კიდევ აკადემიაში ყოფნის დროს იყვნენ დაინტერესებული და საკმაოდ მსუყე წინადადებებზე ვთქვით უარი.

„კუმბულას შეუძლია, რომ მსოფლიოს წამყვან გუნდებში ითამაშოს და თავის პოზიციაზე საუკეთესო გახდეს. დატოვებს თუ არა ის გუნდს? შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში, ტრანსფერს განვიხილავთ.”

Leave a Reply

Your email address will not be published.