Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვერონას პრეზიდენტმა მილანის სატრანსფერო სამიზნეზე ისაუბრა

ჰაკან ჩალჰანოღლუს ინტერში ტრანსფერის შემდეგ, როსონერი მისი შემცვლელის ძიებას განაგრძობს და მილანს არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახსენები კი ვერონას მატია ძაკანი გახლავთ.

26 წლის იტალიელს ვერონასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მილანს მისი გაფორმება დაახლოებით 15 მილიონი დაუჯდება. ფეხბურთელის მომავალზე კომენტარი ვერონას პრეზიდენტმა მაურიციო სეტიმ გააკეთა.

„ძაკანი შესანიშნავი ფეხბურთელი და გუნდის ლდიერია, ჩვენ ფეხბურთელების გაყიდვა არ გვჭირდება, მაგრამ თუ შესაბამის წინადადებას მივიღებთ, მას აუცილებლად განვიხილავთ, რადგან მატია ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს და ტიტულებისთვის ბრძოლას ნამდვილად იმსახურებს.“

ძაკანიმ გასულ სეზონში 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც საშუალო დონის გუნდში ნახევარმცველისთვის მართლაც შესანიშნავი შედეგია.