Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვესინომ ინტერს გუნდიდან წასვლის ნებართვა სთხოვა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მატიას ვესინომ ინტერის ხელმძღვანელობას თხნოვნით მიმართა და გუნდის დატოვების სურვილი გამოთქვა.

29 წლის ურუგვაელი ნახევარმცველი ბენეამატამ 2017 წელს ფიორენტინადან, 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, მაგრამ გაუთავებელი ტრავმების გამო მან მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა. გასულ სეზონში მან სულ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გასაკვირი არ არის, რომ გუნდის დატოვება სურს.

ინტერს ვესინოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება და მისი უფრო სარფიანად გაყიდვა სურდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ბენეამატას მატიასის სარფიანდ გაყიდვა გაუჭირდება.