Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვესინოს ინტერის დატოვება სურს, მისით ნაპოლი ინტერესდება

მატიას ვესინო დიდი ალბათობით ინტერს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს და მისი გაფორმებით ნაპოლი ინტერესდება.

ამ თემასთან დაკავშრებით კიმენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბარძაგიმ გააკეთა.

„მატიას ვესინომ იცის, რომ მისთვის ინტერში ადგილი არ არის და გუნდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ ახალი გამოწვევები სურს. სიმონე ინძაგის მისი შენარჩუნება უნდა, მაგრამ ვესინოს ისეთ გუნდში სურს გადაბარგება, სადაც ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება.

„ლუჩიანო სპალეტის ურუგვაელი ფეხბურთელი ყოველთვის ძალიან მოსწონდა და მას ფეხბურთელის ხილვა ნაპოლიში სურს, ის დიეგო დემეს შესანიშნავი შემცვლელი იქნებოდა.“