Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვესინოს პრემიერ ლიგაში მსურველები ჰყავს

იტალიურ მედიაში ინტერის ნახევარმცველის მატიას ვესინოს გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები არ წყდება და როგორც ჩანს, 30 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი მსურველების ნაკლებობას არ უჩივის.

ვესინოს მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა სათამაშო დროის ნაკლებობის გამო მას მოცდა არ უნდა და ბენეამატას დატოვება ზამთარში აქვს გადაწყვეტილი.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ურუგვაელი ფეხბურთელის გაფორმებით სხვა გუნდებთან ერთად პრემიერ ლიგიდან ნიუკასლი და ლესტერი ინტერესდებიან. წყაროს ცნობით, მელიებმა ნერაძურის ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე სთხოვეს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, ინტერი მზად არის ვესინო იანვარში გაასხვისოს.