Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვესინო ინტერს იანვარში დატოვებს ?

იტალიური წყაროების ინფორამციით, ინტერი მზად არის ზამთრის სატარნსფერო ფანჯრის პერიოდში მატიას ვესინო გაასხვისოს, თუ გუნდი მის სანაცვლოდ დამაკმაყოფილებელ წინადადებას მიიღებს.

ვესინოს მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და ურუგვაელი ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა, ამიტომ მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა და უკვე გადაწყვეტილია, რომ ვესინო ბენეამატას რიგებში ბოლო სეზონს ატარებს.

ნიკოლო შირას ცნობით, ინტერი მზად არის ვესინოს იანვარშივე შეელიოს და მისი წასვლის შემთხვევაში, ნერაძური კალიარის ურუგვაელი ნახევარმცველის ნაიტან ნანდესის დამატებას შეეცდება, რომელიც ინტერში ტრანსფერთან ახლოს ზაფხულშიც იყო, თუმცა მაშინ გუნდებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.