Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვესინო სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა…

მატიას ვესინომ, რომელიც ურუგვაის ნაკრებთან ერთად იმყოფება, ინტერში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილება ღიად დააფიქსირა და შესაძლო წასვლისკენ მიანიშნა.

„ინტერში ახლა ისეთ სიტუაციაში ვარ, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც მე გუნდი სეზონის სტარტზე მპირდებოდა. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, ჩვენ გუნდის წარმომადგენლებთან საუბარი და ორივე მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს.“

ვესინომ, რომლის კონტრაქტიც ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 287 წუთი გაატარა და 1 გოლი გაიტანა.