Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვესინო:“ სწორედ ასეთი მატჩები წყვეტენ სკუდეტოს ბედს…“

მატიას ვესინომ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ინტერის მაისურით ტორინოსთან მატჩში პირველი მატჩი ჩაატარა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან მიხარია, რომ მოედანზე დავბრუნდი და გავიმარჯვეთ. თამაში და მოედანზე ყოფნის გრძნობა ძალიან მომენატრა.

„მე ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, ორი ოპერაციის გაკეთება და შენი საყვარელი საქმიანობისგან შორს ყოფნა მარტივი არ არის, მაგრამ საბედნიეროდ ახლა 100 პროცენტით მზად ვარ და მსურს, რომ ინტერს სეზონის ბოლო ეტაპზე დავეხმარო.

„დღევანდელ შეხედრაში ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ სწორედ ასეთ მატჩებში გამარჯვება წყვეტს ტიტულის ბედს.“

ვესინო ინტერში ფიორენტინადან 2017 წელს, 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და 97 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.

გათიშვა