Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვესტ ჰემი მაკკენის ტრანსფერზე გააქტიურდა

ცნობილი გამოცემა Football Insider-ის ინფორამციით, ვესტ ჰემმა იუვენტუსთან ამერიკელი ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყო.

ლონდონური გუნდი დეკლან რაისის შემცვლელის ძიებაშია, რომელმაც ჩაქუჩებთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა და სავარაუდოდ ის გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, 23 წლის მაკკენი კი მისი შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება.

მაკკენი იუვენტუსს შალკედან, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა დისციპლინარული პრობლემების გამო მას როგორც გუნდში, ასევე ნაკრებში პრობლემები შეექმნა, რის შემდეგაც ტურინული გრანდი ამერიკელი ფეხბურთელის გასხვისებას სერიოზულად განიხილავს. წყაროს ცნობით, ვესტ ჰემს მაკკენის გაფორმება დაახლოებით 25-30 მილიონი დაუჯდება.