Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვესტ ჰემს ნაპოლის უკანახაზელი სურს

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვესტ ჰემმა ნაპოლის ნიკოლა მაკსიმოვიჩის ტრანსფერზე მიმართა.

წყაროს მტკიცებით, გუნდებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. უცნობია, რა ფორმულით სურთ ჩაქუჩებს ფეხბურთელის დამატება, თუმცა გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი 28 წლის ფეხბურთელი არ უნდა იყოს, რადგან სერბი ფეხბურთელი კულიბალისთან და მანოლასთან კონკურენციის გაწევას ვერ ახერხებს და სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა…