Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვესტ ჰემს რუგანი სურს, თუმცა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ვესტ ჰემ იუნაიტედი იუვენტუსის უკანახაზელის, დანიელე რუგანის ტრანსფერზე გააქტიურდა და ტურინელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

26 წლის იტალიელი გუნდში არსებულ კონკურენციას ვერ უმკლავდება და სათამაშოდ მიზერული დრო ეძლევა, ამიტმომ დანიელე გუნდის შეცვლის წინააღმდეგი არ არის.

ინგლისელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, იუვეს კი მისი გაყიდვა ახლავე უნდა და მზად არის, რუგანი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვას.