Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიდალი:“პირლოს იუვეში სიამოვნებით ვითამაშებდი“

ბარსელონას ჩილელმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა ანდრეა პირლოს იუვენტუსში თამაშის სურვილი ღიად დააფიქსირა.

„ფაქტი, რომ ანდრეა პირლო იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი გახდა, ძალიან მახარებს.

„ანდრეა უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელიც არანაკლები იქნება. მას ფეხბურთის ისეთი ხედვა აქვს, რითიც ბევრი ვერ დაიკვეხნის და მწამს, რომ მას წინ დიდი წარმატებები ელოდება.

„არაჩვეულებრივ პროფესიონალთან ერთად, პირლო შესანიშნავი ადამიანიც არის და ვიცი, რომ გუნდის ყველა წევრს მასთან კარგი ურთიერთობა ექნება. ჩვენ ერთად იუვეში 4 წელი გავატარეთ და 4 სკუდეტო მოვიგეთ, თუ ის მე იუვეში მიხმობს, ძალიან გამიხარდება.“

თუმცა, არტურო ვიდალმა არც ინტერში გადასვლას გადაუსვა ხაზი.

„კონტეს რაც შეეხება, ის ნამდვილი მანქანაა. ტაქტიკურად მას ბადალი არ ჰყავს. ბარსელონაში ყოფნით ბედნიერი ვარ, თუმცა რა მოხდება ხვალ, არავინ იცის…“

Leave a Reply

Your email address will not be published.