Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალის ბედი ინტერში უახლოეს დღეებში გადაწყდება

არტურო ვიდალი უახლოეს დღეებში იტალიაში დაბრუნდება და ინტერის ახალ თავკაცს სიმონე ინძაგის გაესაუბრება, რის შემდეგაც მისი მომავალი ინტერში საბოლოოდ გაირკვევა.

ინტერი სახელფასო ჭერის შემცირებაზე მუშაობას განაგრძობს და არტურო ვიდალთან, რომელსაც ბენეამატასთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და სეზონში ხელფასის სახით დაახლოებით 7 მილიონს იღებს, ხელშეკრულების გაწყვეტა სურს.

L’Interista-ს ინფორმაციით, ვიდალი და ინძაგი გადაწყვეტილებას ერთად მიიღებენ და თუ იტალიელი სპეციალისტი დაუდასტურებს, რომ ჩილელი ფეხბურთელი მის გეგმებში არ შედის, მხარეებს შორის კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობა დაიწყება.