Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალის ‘დიდებული’ მიღწევა

ინტერის ნახევარმცველი, არტურო ვიდალი გახდა მესამე მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩებში სამი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გააძევეს.

ჩილელი ფეხბურთელის გარდა, რომელმაც მადრიდის რეალთან ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს და პატრიკ ვიეირას შეუერთდა.

ვიდალი ინტერის, ბაიერნის და ბარსელონას შემადგენლობაში თამაშის დროს გააძევეს და აღსანიშნავია ისიც, რომ ამ სიის დანარჩენი ორი ფეხბურთელიც ერთ დროს ინტერის ღირსებას იცავდა.