Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიდალის თამაში შახტართან საეჭვოა

რამდენიმე იტალიური სპორტული გამოცემის ინფორმაციით, არტურო ვიდლს ფლექსორის ტრავმა აქვს და შესაძლოა შახტართან მატჩში ინტერს ვერ დაეხმაროს.

იუვენტუსის და ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და საბოლოო პასუხი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ცნობილი.

ინტერს შახტართან 3 ქულა სჭირდება და იმედი უნდა იქონიოს, რომ მადრიდის რეალსა და გლადბახს შორის მატჩი ფრედ არ დასრულდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნერაძური ჯგუფში რჩება.