Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიდალის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

ბენევენტოსთან მატჩში, რომელიც ინტერმა 5 – 2 მოიგო, არტურო ვიდალი ტრავმის გამო 51 წუთზე შესაცვლელი გახდა და იყო საშიშროება, რომ მას კუნთის პრობლემა ჰქონდა.

საბედნიეროდ, Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს გამოკვლევები დღეს დილით ჩაუტარდა და ვიდალს არანაირი სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა. ჩილელი ფეხბურთელი ლაციოსთან მატჩისთვის მზად იქნება.