Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალი ამერიკულ გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

რამდენიმე თვის წინ დაწყებული ხმები იმის შესახებ, რომ ზაფხულში არტურო ვიდალი ინტერის რიგებს დატოვებდა, გუნდიდან ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ უფრო რეალური გახდა და ესპანური მედიის ინფორმაციით, ჩილელმა ფეხბურთელმა ახალი გუნდის ძიება უკვე დაიწყო.

beIN Sports Espanol-ის მტკიცებით, ჩილელი ფეხბურთელის ტრანსფერით მექსიკური გუნდი Club America ინტერესდება და არტუროს აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

34 წლის ფეხბურთელი გუნდს ბარსელონადან გასული სეზონის სტარტზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და წყაროს ინფორმაციით, ნერაძური მასთან კონტრაქტის გაწყვეტის წინააღმდეგი არ არის, რაც გუნდს ფეხბურთელისთვის გადასახდელ მსუყე ხელფასს დაუზოგავს.

გათიშვა