Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიდალი ბარსელონასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, არტურო ვიდალი ბლაუგრანას ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ჩილელი ფეხბურთელი ანტონიო კონტეს ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და რონალდ კუმანის ბლაუგრანაში მისვლის შემდეგ, ვიდალის გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყდა, ნერაძურის კი მისი ხელში ჩაგდება უფასოდ სურს.

ვიდალს ბარსელონასთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება და კატალონიელები მასთან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში დაახლოებით 10 მილიონ ევროს დაზოგავენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.