ვიდალი ბარსელონას უახლოეს საათებში დატოვებს
რამდენიმე წუთის წინ Sport Mediaset-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უახლოეს საათებში ჩილელი ფეხბურთელი ბარსელონასთან კონტრაქტს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტს.
ინტერმა ჩილელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ვიდალი ნერაძურისთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში კი მისი ანაზღაურება 6 მილიონი იქნება. ერთადერთი, რაც მის ინტერში ტრანსფერს ხელს უშლიდა, ბარსელონა იყო, თუმცა როგორც ჩანს, ჩილელი ფეხბურთელის ტრანსფერი ინტერში უახლოეს დღეებში დადასტურდება.