Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიდალი და ბარსელონა კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ

კატალონიური გამოცემა Sport-ის მტკიცებით, ბლაუგრანა და არტურო ვიდალი კონტრაქტის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

33 წლის ჩილელი ფეხბურთელი ნოუ კამპს უახლოესი დღეების განმავლობაში დატოვებს, ინტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ნერაძური მას 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 6.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

კონტე და ვიდალი ერთად 2011 წელს იუვენტუსში უკვე მუშაობდნენ. ჩილელმა ფეხბურთელმა კონტეს გუნდში 126 მატჩი ჩაატარა, 40 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.