Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ვიდალი და დარმიანი ინტერს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან

ალექსანდრ კოლაროვის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, ნერაძური ამ კვირაში კიდევ 2 ტრანსფერის დახურვას აპირებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ნერაძურის არტურო ვიდალი და მატეო დარმიანი შეუერთდებიან.

ვიდალი და ბარსელონა კონტრაქტის გაწყვეტაზე უკვე მუშაობენ და ჩილელი ფეხბურთელი ნერაძურის უფასოდ შეუერთდება. ინტერი მას 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სურვილის შემთხვევაში მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ ერთი წლით შეეძლებათ. ვიდალი სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

დარმიანს რაც შეეხება, ინტერი და პარმა იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ. ნერაძურის მის სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, მატეო ინტერთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სეზონში კი დაახლოებით 2 მილიონ ევროს მიიღებს.

ინტერი პარალელურად ფეხბურთელების გაშვებაზეც მუშაობს და ანტონიო კონტეს სურვილების შესასრულებლად მარსელო ბროზოვიჩის გაყიდვას ცდილობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.