Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალი ვერც ლაციოსთან და ვერც მილანთან ვერ ითამაშებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერს ლაციოს წინააღმდეგ ფონს გასვლა არტურო ვიდალის გარეშე მოუწევს.

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ჩილელი ფეხბურთელის თამაში დღევანდელ მატჩში უკვე ოფიციალურად გამოირიცხა, თუმცა ამის გარდა დიდ იალბათობით არტურო მომდევნო ტურში მილანთან მატჩსაც გამოტოვებს.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, ბროზოვიჩი და ბარელა მილანთან დაპირისპირებას გამოტოვებს.

ანტონიო კონტეს პრესკონფერენცია მატჩის წინ იხილეთ აქ.