Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალი:“ ინტერთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს“

ბოლო პერიოდში იტალიურ და ფრანგულ მედიაში არტურო ვიდალის მარსელშო შესაძლო ტრანსფერზე ბევრი დაიწერა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩილელი ფეხბურთელი ნერაძურის დატოვებას ზაფხულში არ აპირებს.

„კარიერის მიწურულს სამხრეთ ან ცენტრალურ ამერიკაში მსურს თამაში. ვოცნებობ, რომ ერთ დღეს ფლამენგოს ან კოლო-კოლოს მაისურით ვითამაშო, ასევე ძალიან მომწონს ბოკა ხუნიორსი, მათი თამაშის სტილი და ქომაგები.

„ასევე შესანიშნავი გარემოა მექსიკაში, იქ ჩილეს ნაკრებთან ერთად მომიწია თამაში და გულშემატკივრებმა ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს, ამიტომ არც მექსიკაში თამაშზე ვიტყოდი უარს.

„თუმცა, ახლა ჩემი მთავარი მიზანი ინტერთან ერთად კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.“